Pages

Sunday, December 16, 2012

ტრადიციები


ხევსურეთის ტრადიციები
საქართველოს ერთ–ერთი ლამაზი და გამორჩეული ტრადიციების მქონე კუთხე ხევსურეთი გახლავთ.ხევსურეთი მდებარეობს კავკასიონის ჩრდილოეთისა და სამხრეთის მხარეზე.ის მაღალმთიანი ადგილია,რომელიც ღრმა ხევებით არის დაღარული და სწორედ ამიტომ ეწოდება მას ხევსურეთი–„ღრმა ხევებიანი ადგილი“.
                                                            (ხევსურეთის ბუნება)
               ხევსურეთის მოსახლეობა გვარებად არის დაყოფილი.თითოეულ გვარს აქ ერთი ხეობა ან სოფელი უჭირავს.ხევსურეთში ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარი არაბული და ჭინჭარაულია.ეს ორივე გვარი ითვლება ხევსურეთის ძირეულ და თავდაპირველ მოსახლეობად
          როგორც აღვნიშნეთ ხევსურეთი თავისი მრავალფეროვანი და უჩვეულო ადათ–წესებით გამოირჩევა.მისი ადათები ახლაც სრულდება და წარსულის ცოცხალ გადმონაშთებს წარმოადგენს.
·         სისხლის აღება
       ადამიანის მოკვლა ხევსურეთში დიდ დანაშაულად ითვლება:მკვლელზე ძმებმა და ბიძაშვილებმა შური უნდა იძიონ და სისხლი აიღონ.ეს ადათი ხევსურს ძვალ–რბილში აქვს გამჯდარი.“ხევსურული რჯულით“ სისხლის აუღებლობა თემში  დიდი სირცხვილია და მოკლულის სული, მათი წარმოდგენით,საიქიოში იტანჯება.ამიტომ ხევსური თავისი ძმათაშვილის სისხლს არავის შეარჩენს,სანამ მოსისხლეთა გვარი არ ამოწყდება.მკვლელობის გამომწვევი მიზეზები აქ მრავალია:მშობლის შეგინება,შეურაცხყოფა,სიმთვრალე ხატში და ქორწილში,მამულზე დავა და სხვა.ხევსურული რჯულით სისხლი მოეთხოვება მკვლელსა და მის ოჯახს.მოხდება თუ არა მკვლელობა,მეხელე(დამნაშავე) და მისი ოჯახი მაშინვე იხიზნება,რათა მოკლულის პატრონმა მეხელეს ოჯახი არ დაარბიოს.
          ხევსურეთში სისხლზე სისხლის აღება უფრო სასახელოა ვიდრე მისი საფასურის აღება,ამიტომ მეშუღლე შერიგებას აჭიანურებს და ცდილობს მოკლულის სასახელოდ სისხლი აიღოს.თუ ხევსური ქისტმა ან ლეკმა მოკლა და პატრონმა მკვლელის ვინაობა არ იცის,მაშინ მოკლავენ რომელიმე ქისტს ან ლეკს,რათა იგი მოკლულს საიქიოში ემსახუროს.
       მესისხლეობა და მასთან დაკავშირებული მკვლელობა ხევსურეთის სოციალური სენია.
სისხლის აღების ვადა 80წლამდე გრძელდებოდა.
·         კეჭნაობა
ხევსურეთში შურისძიების უფრო მსუბუქი ფორმაც არსებობს,რომელსაც კეჭნაობას უწოდებენ.
   კეჭნაობა ხევსურეთში ჩვეული მოვლენაა და იშვიათია ხევსური დაუკეჭნავი იყოს და მას თავ–პირი დაშნით დასერილი არ ჰქონდეს.ამიტომ იარაღის ხმარებაში ხევსურები პატარაობიდანვე ვარჯიშობენ,ჯერ ხის დაშნებითა და ფარებით,შემდეგ კი ნამდვილ ხმლებზე და ფარებზე გადადიან.კეჭნაობისას მთავარია კარგი იარაღი და გავარჯიშებული ხელი.მძიმედ დაკეჭნა სირცხვილია:იტყვიან მკლავი ვერ დაიმორჩილა და მეშუღლეც იმიტომ გასწირა,მძიმედ დაკეჭნაო.კეჭნაობა შესაძლოა სულ უბრალო მიზეზის გამო მოხდეს.კეჭნაობის სისხლი გვარზე და თემზე გადადის და სანამ შერიგება არ მოხდება,შუღლი მე– 4–5 თაობამდე გრძელდება,ამიტომ მეშუღლეები ფარ–ხმალით არიან შეიარაღებულები და სადაც ერთმანეთს შეხვდებიან იქვე მართავენ კეჭნაობას.

                                                                    კეჭნაობა
ხევსურს რა უნდა მეტია,დევის ღონე და ძალი,
ერთი ალალი თოფი...ერთი ფარი და ხმალი...“
                                                        ხევსური მამაკაცი


·         საოჯახო ადათ–წესები
ფშაველი მონადირე ძაღლსა და კატას თოფს არ ესროდა,რადგანაც მათ უწმინდურ ცხოველებად თვლიდა.თუ მონადირე მოკლავდა 100 გარეულ ცხოველს „ნადირს“,ერთი დღით თოფი მიწაში უნდა დაემარხა.ამას „აზარის ათავება“–ანუ–მიზნის შესრულება ეწოდებოდა.
         ნადირის მოკვლისას თუ მონადირეს ვინმე შეესწრებოდა,პირველი შეხვდებოდა მისთვის ნანადირევი შუაზე უნდა გაეყო.ეს წესი ვაჟა–ფშაველასაც აქვს  გამოყენებული თავის პოემაში –“ სტუმარ–მასპინძელი“.
       ხევსური მამაკაცის იდეალს წარმოადგენდა:პოეზია,სიყვარული,ლაშქრობა და ნადირობა.

·        ხევსური ქალი
ხევსური ქალი თავმოხდილი,თმაშეკრეჭილი ვერ გავიდოდა საზოგადოებაში.მამაკაკაცს შეხვედრის დროს თავდახრით,უსალმოდ გასცდებოდა.
                                                                    ხევსური ქალი
      ხევსური ქალის ცხოვრება უფრო მძიმე იყო ვიდრე მამაკაცისა,რადგან მასზე იყო დამოკიდებული მთელი ოჯახი და მეურნეობა.ამიტომ ქალს ოჯახის დედას და დედაბოძს უწოდებდნენ,ხოლო მამაკაცზე ამბობდნენ „სახლის სტუმარიაო“.



წყარო:სერგი მაკალათიას–ხევსურეთი

No comments:

Post a Comment